weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შრი-ლანკაში აიკრძალება სამოსი რომელიც ადამიანს სახეს უფარავს

10:52 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

შრი-ლანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აიკრძალება ისეთი სამოსი, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს. აკრძალვის მიზეზი ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გამკაცრებაა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10% (21 მილიონი ადამიანი) მუსლიმია.

21 აპრილს შრი-ლანკაზე ტერაქტების სერია მოხდა. ტერორისტების სამიზნე ეკლესიები და სასტუმროები იყო. ტერაქტების შედეგად დაიღუპა 253 და დაშავდა 500 ადამიანი. აფეთქებების სერიის შემდეგ, კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. არსებული ინფორმაცით, თავდასხმა ახალ ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩის მეჩეთებში მომხდარი სროლის საპასუხოდ განახორციელეს.

პოლიციამ უკვე დაადგინა 9 თავდამსხმელის ვინაობა. ყველა მათგანი შრი ლანკელია. მათ შორის ერთი ქალია. ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ყველას ჰქონდა განათლება მიღებული. ორი თავდამსხმელი კი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის შვილია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]