weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სამართლიანი იქნებოდა, სააკაშვილს უკრაინული პასპორტი დაუბრუნონ – პუტინი

11:46 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის ურჩია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინული პასპორტი დაუბრუნოს.

„სამართლიანი იქნებოდა, უკრაინული პასპორტი დაუბრუნონ ადამიანს, რომელიც წარსულში ქართველი იყო და დღეს თავს უკრაინელად მიიჩნევს“, – განაცხადა პუტინმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვეს და ქვეყნიდანაც უკანონოდ გააძევეს.

„ის უკან უნდა დაბრუნებულიყო და აღედგინა დარღვეული უფლებები, ისევე როგორც უკრაინის ზოგიერთი სხვა მოქალაქისა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დღეს არსებული რეჟიმის დევნისგან თავის დასაღწევად დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდნტმა.

პუტინის ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები შუამავლების მეშვეობით ვლადიმირ ზელენსკის სთხოვენ არა მხოლოდ მოქალაქეობა არ დაუბრუნოს, არამედ ქვეყანაშიც კი არ შეუშვას.

„ზუსტად იგივე მოთხოვნა - არ შემიშვან ქვეყანაში - პუტინმა წაუყენა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებსაც“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მისცეს, როდესაც ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. ამით მან ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. 2017 წელს, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვა იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილი პოლონეთში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და უკრაინაში შევიდა. 2018 წელს ის ქვეყნიდან გააძევს.

მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ზელენსკიმ გაიმარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა დააყენა შუამდგომლობა და ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება მოითხოვა, თუმცა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა უარი უთხრა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მანამ, ვიდრე პოროშენკო ოფიციალურად არ დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას, სხვა პასუხის მოლოდინი არ ექნება და ცოტას კიდევ მოითმენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]