weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჩრდილოეთ კორეაში ახალი რაკეტა გამოსცადეს

10:53 შაბათი, 04 მაისი 2019

სამხრეთ კორეის არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში ახალი რაკეტა გამოსცადეს. როგორც ცნობილია, ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით დაუდგენელი ტიპის მცირე მანძილის რამდენიმე რაკეტა გაუშვა.

სეული და ვაშინგტონი ვითარებას ერთობლივად სწავლობენ. თუ სამხრეთ კორეის არმიის მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია სწორია, 2017 წლის შემდეგ ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ პირველი სარაკეტო ცდა იქნება.

კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა 2018 წლის ივნისში გაიმართა, სადაც მხარეები განიარაღებული პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ, თუმცა 2019 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მეორე შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. კიმ ჩენ ინმა ბირთვული განიარაღების პროცესის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაუყოვნებელი გაუქმება მოითხოვა, ამას კი ვაშინგტონი არ დასთანხმდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]