weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

ერაყის განცხადებით, ქალაქი მოსული ე.წ. "ისლამური სახელმწიფოსგან" გაათავისუფლეს

21:02 კვირა, 09 ივლისი 2017 hits 2131
ერაყის კონტრტერორისტული სამსახური მოსულის გათავისუფლებას ზეიმობს ერაყის კონტრტერორისტული სამსახური მოსულის გათავისუფლებას ზეიმობს ფოტო © Reuters

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ შეიარაღებულ ძალებს ქალაქ მოსულში ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვება მიულოცა. "ჰაიდერ ალ-აბადი, როგორც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გათავისუფლებულ მოსულში ჩავიდა და გმირ მებრძოლებს და ერაყელ ხალხს დიადი გამარჯვება მიულოცა", - ნათქვამია პრემიერის სამსახურის განცხადებაში.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, მოსულისთვის ბრძოლა დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ ჯიჰადისტების მმართველობის დასრულებით დამთავრდა. ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" ქალაქ მოსულში, მისი დაპყრობიდან სამი წლის შემდეგ დამარცხდა.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი გლობალური კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის ჯარმა მოსულის გასათავისუფლებელი ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომლის ქვეყანაც გლობალური კოალიციის წევრია, ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვება უკვე აღნიშნა. "მოსული ე.წ. "ისლამური სახელმწიფოსგან" თავისუფალია: საფრანგეთი პატივს მიაგებს მათ, ვინც ჩვენს სამხედროებთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძოლა", - წერს ემანუელ მაკრონი "ტვიტერში".

მოსული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ კონტროლირებადი ყველაზე დიდი ქალაქი იყო ერაყში. მის გასათავისუფლებლად დაწყებულ ბრძოლაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაახლოებით მილიონმა ადამიანმა კი ქალაქი დატოვა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]