weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მიდის

14:56 პარასკევი, 24 მაისი 2019
ფოტო: Reuters ფოტო: Reuters

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს, თუმცა დარჩება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად იმ დრომდე, ვიდრე პარტიის ახალ ხელმძღვანელს აირჩევენ. 7 ივნისს, როდესაც არჩევნები დასრულებული იქნება, ტერეზა მეი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება.

„სამი წლის წინ ბრიტანელებმა გააკეთეს არჩევანი და პროგნოზების საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტეს ევროკავშირიდან გამოსვლა. დემოკრატიულმა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს და მე ყველა ძალისხმევა გამოვიყენე „ბრექსიტის“ განსახორციელებლად. მე ეს შევძელი. ახლა ამით უნდა დაკავდეს ახალი პრემიერ–მინისტრი, რომელსაც კონსერვატიული პარტია 7 ივნისამდე აირჩევს. ეს იქნება ჩემი თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღე“, – განაცხადა მეიმ.

მისივე თქმით, ახალ პრემიერ-მინისტრს მოუწევს პარლამენტში კონსენსუსის მიღწევა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკაშვირიდან გავიდეს.

„ჩემს შემცვლელს მოუწევს პარლამენტში კონსენსუსის მიღწევა, რაც მე ვერ შევძელი, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება ორივე მხრიდან კომპრომისების გარეშე. ამ ბოლო სამ წელში ჩვენ შევამცირეთ დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, შევქმენით სამუშაო ადგილები და გავაძლიერეთ ბრძოლა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. ეს არის თანამედროვე კონსერვატიული მთავრობის მუშაობის შედეგი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი ქვეყანა დიდებული მომავლით.

მე მეორე ქალი ვარ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა არა უკანასკნელი. უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი იმ ქვეყნის სამსახურში, რომელიც მიყვარს“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სიტყვა ცრემლებით დაასრულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]