weather cur horoscope tv
იანვარი 15, 2021

ბრაზილიის ციხეებში არეულობას ორმოცზე მეტი პატიმარი ემსხვერპლა

12:34 სამშაბათი, 28 მაისი 2019 hits 399

ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე ციხეში არეულობის შედეგად 42 ადამიანია გარდაცვლილი.

ბრაზილიის პენიტენციური სამსახურის ცნობით, გარდაცვლილი პატიმრები ამაზონასის შტატის ქალაქ მანაუსის სამ ციხეში აღმოაჩინეს. მანამდე ერთი დღით ადრე ამავე ქალაქის კიდევ ერთ ციხეში მსჯავრდებულებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 15 პატიმარი ემსხვერპლა.

გავრცელებული ვერსიით, არეულობა ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგია.

ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, შექმნილ ვითარებასთან გასამკლავებლად ციხეებში ფედერალური ძალებია გაგზავნილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]