weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჯულიან ასანჟი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

12:22 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

სკანდალურად ცნობილი ვებგვერდის, WikiLeaks-ის ცნობით, ამავე ვებგვერდის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. საიტი ირწმუნება, რომ ეკვადორის საელჩოში გატარებული შვიდი წელი ასანჟის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა.

ასანჟი ლონდონის მახლობლად არსებულ ბელმარშის საპატიმროში იმყოფება.

ჯულიან ასანჟის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო სხდომა ლონდონში დღესაა დაგეგმილი. მისი გადაცემა შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა.

ასანჟს აშშ-ის თავდაცვასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალების გასაჯაროებაში ადანაშაულებენ. მაქსიმალური სასჯელი ამ დანაშაულისთვის 175 წელია. გარდა ამისა, ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდების საფუძველზე გამოძიება განახლდა შვედეთშიც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]