weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტრამპი ელისაბედ მეორეს შეხვდა

16:43 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრით დაიწყეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბუკინგემის სასახლეს მეუღლესთან, ასევე შვილთან - ივანკა ტრამპთან და სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად ეწვია. მოგვიანებით, ბრიტანეთის მონარქი ბუკინგემის სასახლეში სახელმწიფო ბანკეტს უმასპინძლებს, რომელსაც ასევე კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია დაესწრებიან.

ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. შეხვედრის მთავარი თემა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება იქნება, რომელიც ორ ქვეყანას შორის შესაძლოა, „ბრექსიტიდან“ რამდენიმე თვეში გაფორმდეს.

5 ივნისს დონალდ ტრამპი პორტსმუთში გაემგზავრება, სადაც ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. იმავე დღეს დონალდ ტრამპი ირლანდიას ესტუმრება და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ლეო ვარადკარს შეხვდება.

6 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი საფრანგეთში, ნორმანდიაში ჩავა და ქალაქ კოლვილ-სიუ-მერში ამერიკელი სამხედროების სასაფლაოზე დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტიც. ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას ზღვისპირა ქალაქ კანში გამართავენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]