weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

იერუსალიმის გეი აღლუმში 10 000 ადამიანი მონაწილეობდა

11:57 პარასკევი, 07 ივნისი 2019

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში გამართულ გეი აღლუმში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ათობით ადამიანმა კი გეი აღლუმის ჩატარება გააპროტესტა.

დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქში უსაფრთხოებას 2500 სამართალდამცავი იცავდა და პოლიციამ, რომელიც მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, კონტრაქციის მონაწილე 49 ადამიანი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთს დანა აღმოაჩნდა, რამდენიმეს კი - ცრემლსადენი გაზის სპრეი.

იერუსალიმში ლგბტ აღლუმი უკვე მეთვრამეტედ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს იგი ტრაგიკულად დასრულდა, რადგან ერთ-ერთმა მამაკაცმა აღლუმის 15 წლის მონაწილე დანით სასიკვდილოდ დაჭრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]