weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბრიტანეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰომოფობიური დანაშაულები გაორმაგდა

14:38 შაბათი, 15 ივნისი 2019

გამოცემა „გარდიანის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინგლისსა და უელსში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა.

პრესტიჟული გამოცემის ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემებით, 2013-2014 წლების პერიოდთან შედარებით, 2017-2018 წლებში ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა 144%-ით არის გაზრდილი.

2018 წელს პოლიციის მიერ დაფიქსირებულია ტრანსფობიისა და ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის 11 600 შემთხვევა, 2013 წელს კი – 4 600. ამასთან, 2018 წელს აღნიშნული დანაშაულის თითქმის ნახევარი, 46% წარმოადგენდა ძალადობრივ ქმედებებს – ფიზიკური შეურაცხყოფიდან სხეულის მძიმე დაზიანებამდე.

აღნიშნული კვლევა „გარდიანმა“ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ლონდონში ავტობუსში მამაკაცებმა ორ ლესბოსელ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]