weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

14:57 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებული კი ასოცდაათზე მეტი ადამიანია.

ექვსი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები 17 ივნისს, ადგილობრივი დროით 22:50 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ჩანინიდან 19 კილომეტრში, მიწისქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მოგვიანებით, ამავე რაიონში დაფიქსირდა 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები.

მიწისძვრის შედეგად დანგრეულია რამდენიმე სახლი, დაზიანებულია ავტომაგისტრალები. შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება.

ამ ეტაპისთვის სტიქიის ზონაში ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]