weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთი-ოკუპანტი და პუტინი-ხ*უილო - ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება – უკრაინელი მინისტრი

23:53 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ულიანა სუპრუნი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმურება და Twitter-ზე მხარდამჭერ პოსტს ქართულ ენაზე აქვეყნებს.

„რუსეთი - ოკუპანტი“ და „პუტინი - ხ*უილო“ – ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება. ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ, როგორ სკანდირებენ ამას საქართველოში. იქ, სადაც ათობით ათასი მოქალაქე იცავს თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდულ ომისაგან“, – წერს უკრაინელი მინისტრი.

დღესვე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ. მან უკრაინელებს მოუწოდა, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ყირიმში დასვენების ნაცვლად, საქართველოში გაემგზავრონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]