weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უკრაინის პრეზიდენტი ლუსტრაციის კანონის გაფართოვებას ითხოვს

16:18 პარასკევი, 12 ივლისი 2019

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ლუსტრაციის კანონის გავრცელებას პრეზიდენტზე, მინისტრებზე, დეპუტატებზე, პროკურორსა და სხვა ჩინოვნიკებზე, რომლებიც თანამდებობას 2014 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 19 მაისამდე იკავებდნენ.

გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინაში ლუსტრაცია არა მარტო სახელმწიფო ხელისუფლებისადმი ნდობის აღდგენის, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია.

ზელენსკიმ ლუსტრაციის კანონის გაფართოვებაზე 11 ივლისს, ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ მის გუნდს ხელისუფლების გაწმენდის შესახებ კანონპროექტი აქვს მომზადებული.

„გთავაზობთ, ლუსტრაციას დაქვემდებარებული თანამდებობების სიას დავუმატოთ: უკრაინის პრეზიდენტი, ყველა ეროვნული დეპუტატი და უმაღლესი რადას თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, გენერალური პროკურორი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე, ანტიმონოპოლიური კომიტეტისა და სახელმწიფო ქონების ფონდის თავმჯდომარეები, სახელმწიფო ფისკალური სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურის თავმჯდომარეები, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები, რომლებიც თანამდებობას 2014 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 19 მაისამდე იკავებდნენ. ეს კანონპროექტი მხოლოდ მათი საქმიანობის საზოგადოებრივი შეფასებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Unian-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ეს ინიციატივა გააკრიტიკეს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და იაპონია). მათი თქმით, 2014 წლიდან მიესალმებოდნენ პროგრესს რომელსაც ადგილი ჰქონდა, რიგი მნიშვნელოვანი სექტორების რეფორმირებაში.

„სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო პასუხისგებაში მიცემა სწორი ნაბიჯია. ამავე დროს, ჩვენი აზრით, უკრაინაში დღეს არსებული მდგომარეობა ვერ შეედრება იმას, რაც ღირსების რევოლუციამდე [მაიდნის საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში] იყო“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]