weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დისკრიმინაციის გამო Google 11 მილიონ დოლარს გადაიხდის

10:46 კვირა, 21 ივლისი 2019

ინტერნეტ-გიგანტი Google დათანხმდა 11 მილიონი აშშ დოლარის გადახდას სასამართლო დავის გამო, რომელიც სამუშაოს მაძიებლების ასაკის ნიშნით დისკრიმინაციას ეხებოდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, 227 მომჩივანიდან თითოეული საშუალოდ 35 000 დოლარს მიიღებს, ხოლო იურისტები, რომლებიც მათ წარმოადგენდნენ, 2.75 მილიონს.

Google-ის წინააღმდეგ იჩივლა ქალმა, რომელმაც კორპორაციაში მუშაობის დაწყების მიზნით, შვიდი წლის განმავლობაში ოთხი ინტერვიუ გაიარა, თუმცა მიუხედავად მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილებისა, სამსახური არცერთხელ შესთავაზეს. ქალმა კომპანია ხანდაზმული ადამიანების წინააღმდეგ სისტემატურ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

Google კვლავ უარყოფს, რომ ამ კონკრეტული ქალის ან სხვა მომჩივნების მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას მათი ასაკის გამო. კომპანია განმარტავს, რომ მკაცრი პოლიტიკა აქვთ დისკრიმინაციის, მათ შორის ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებისთვის.

Google-ის წინააღმდეგ საქმეს კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი სასამართლო განიხილავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]