weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სანქტ პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლული იპოვეს

10:45 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

რუსეთში, ქალაქ სანქტ პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლული იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ქალის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იყო. მას დანით რვა ჭრილობა აქვს მიყენებული და გაგუდვის კვალიც აღენიშნება.

უფლებადამცველ დინარ იდრისოვის განცხადებით, ელენა გრიგორიევა მონაწილეობას იღებდა „დემოკრატიული, ომის საწინააღმდეგო და ლგბტ მოძრაობის“ აქციებში. ბოლო დროს მას სიკვდილით ემუქრებოდნენ და ძალადობის მსხვერპლიც გახდა, რის გამოც სამართალდამცავ უწყებასაც მიმართეს, თუმცა ფაქტი პოლიციის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.

მომხდართან დაკავშირებით ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. ქალი სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანმა მოკლა. მათი ვინაობის დადგენას ართულებს ის გარემოება, რომ ცხედარი მკვლელობიდან დაახლოებით 16 საათის შემდეგ იპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]