weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში პატრიარქის ვიზიტამდე ხიდზე ასფალტი დააგეს, შემდეგ კი აყარეს

11:54 სამშაბათი, 30 ივლისი 2019

რუსული მედიის ინფორმაციით, ტვერის ოლქის ქალაქი ტორჟოკი ადგილობრივმა ხელისუფლებამ პატრიარქ კირილეს ვიზიტამდე მოაწესრიგა. ერთ-ერთ სამანქანო ხიდზე ასფალტის თხელი ფენაც დააგეს, რომელიც პატრიარქის წასვლიდან მალევე აყარეს.

Meduza-ს ინფორმაციით, 21 ივლისს, პატრიარქმა კირილემ ღვთისმსახურება ადგილობრივ მონასტერში აღავლინა, რის შემდეგაც მას ქალაქი და ეკლესია-ტაძრები დაათვალიერებინეს.

26 ივლისს ხიდზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ასფალტი, რომელიც რუსეთის პატრიარქის ვიზიტამდე დააგეს, აყარეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ რამდენიმე დღის წინ დაგებული ასფალტი დროებითი იყო, გეგმიური სარემონტო სამუშაოები კი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]