weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საუდის არაბეთში ქალი ქუჩაში მოკლე კაბით სეირნობის გამო დააკავეს

15:21 ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017

საუდის არაბეთში დააკავეს ქალი სახელად ხულუდი, რომელიც ნეჯდის რეგიონში, ანტიკური ქალაქის ქუჩებში თავსაფრის გარეშე, მოკლე კაბითა და მაისურით სეირნობდა. პოლიციის განცხადებით, ხულუდი შეუსაბამო ჩაცმულობაშია ბრალდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევში მას პატიმრობა და ჯარიმა ემუქრება.

ხულუდი მას შემდეგ დააკავეს, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც არაბულ ქალაქში მის გადაადგილებას ასახავს. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში მისი ნებართვის გარეშე განათავსეს. მისივე თქმით, ვიდეოს გადაღების დროს თან ნათესავი მამაკაცი ახლდა, რაც სრულიად აკმაყოფილებს ქვეყანაში არსებულ წესს.

ნეჯდი საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული რეგიონია. მე-18 საუკუნეში სწორედ იქ მოღვაწეობდა მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბი, რომელმაც ვაჰაბიზმს ჩაუყარა საფუძველი. რეგიონის მაცხოვრებლებიც ძირითადად ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან.

საუდის არაბეთში მოქმედი კანონები შარიათს ეფუძნება და ქალებს ავალდებულებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი ტანსაცმლით გამოჩნდნენ, რომელიც თავიდან ფეხებამდე ფარავს სხეულს.

არაბი ქალის დაკავება დისკრიმინაციად შეაფასა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა. 

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]