weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მემკვიდრის დასახელებას აპირებს – მედია

14:58 პარასკევი, 23 აგვისტო 2019

ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი აპირებს ტერორისტული ქსელის ყოველდღიური მმართველობა თავის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრეს, აბდულა ქარდაშს გადასცემს. ამის შესახებ „კავკაზ რეალიი“ ბრიტანული გამოცემა Times-ზე დაყრდნობით წერს.

Times-ის ცნობით, აბდულა ქარდაში სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი წევრია. ალ-ბაღდადიმ ის 2003 წელს, დიქტატორის დატყვევების შემდეგ შეამჩნია. „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გამო ისინი ერთად აღმოჩნდნენ ციხეში და დაკავებულები იყვნენ ქალაქ ბასრაში, ბუკას ბანაკში. მიიჩნევა, რომ სწორედ აქ გახდა ასობით პატიმარი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმდევარი და აქ ჩამოაყალიბა მან ხედვა ე.წ. ხალიფატის შესახებ. Times-ის ინფორმაციით, ქარდაში მასთან ერთად ამ დროიდან მოყოლებული მუშაობს.

გავრცელებული ცნობებით ალ-ბაღდადი 2017 წელს კოალიციის ავიაიერიშების შედეგად დაიჭრა და ქრონიკული დაავადებებით არის ავად. სპეცსამსახურებს მიაჩნიათ, რომ ამ დროისთვის ის ერაყში, ანბარის პროვინციაში იმალება.

ექსპერტების აზრით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აირჩევს მემკვიდრეს, რომელიც დაჯგუფების მატერიალურ-ტექნიკურ აღდგენაზე იზრუნებს, იმ დროს, როდესაც თავად ორგანიზაციის სულის განახლებაზე იქნება ფოკუსირებული.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. ხალიფატი 2014 წელს გამოაცხადა.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ და „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ექსტრემისტულ დაჯგუფებაზე სრული გამარჯვება 2019 წლის მარტში გამოაცხადეს. თუმცა, უსაფრთხოების ძალები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციის დარჩენილი ნაწილები საკმარისად არიან ორგანიზებულები იმისთვის, რომ თავდასხმები განახორციელონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]