weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2020

ავსტრიის საგარეო მინისტრი საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობის ინიციატივით გამოდის

16:31 კვირა, 05 მარტი 2017 hits 968

ავსტრიის საგერო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი დევნილების ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მიღების ინიციატივით გამოდის და ასეთ ადგილად საქართველოს, ეგვიპტეს, ან ბალკანეთის რომელიმე ქვეყანას მიიჩნევს. ამის შესახებ სებასტიან კურცმა „bild”-თან ინტერვიუში განაცხადა.

სებასტიან კურცის განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.

„ჩვენ გვჭირდება ცენტრები ლტოლვილებისთვის ევროკავშირის გარეთ, რომლებიც ლტოლვილების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარიატთან ერთად იფუნქციონირებს. კონკრეტულად სად განთავსება ასეთი ცენტრები, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. ასეთი ობიექტები შეიძლება განთავსდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები”,- განაცხადა სებასტიან კურცმა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოს 3 თებერვალს სტუმრობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ვიზიტის დროს აღნიშნული საკითხი არ განხილულა და, შესაბამისად, უწყებისთვის უცნობია, რას უკავშირდება მინისტრ კურცის ეს მოსაზრება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]