weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი წმინდა მთაზე თეთრი ცხენით ავიდა

14:32 ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019

ჩრდილოეთ კორეის აბსოლუტური ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე მაღალ მთაზე თეთრ ცხენზე ამხედრებული ავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა.

„ცხენზე ამხედრებულმა მან დიდი ემოციით გაიხსენა მძიმე ბრძოლა, რომელიც ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს ასაშენებლად გამოიარა რწმენით და ისეთივე სიმტკიცით, როგორიც მთა პექტუსანია“, – წერდა სახელისუფლებო მედია.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კიმ ჩენ ინმა 2 700 მეტრი სიმაღლის პექტუსანი დალაშქრა. ანალიტიკოსების აზრით, ეს მოასწავებს იმას, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებისთვის ემზადება. მაგალითად, 2017 წელს, მთაზე ლაშქრობიდან რამდენიმე კვირაში, თავის საახალწლო მიმართვაში მან სამხრეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნა.

პექტუსანი კორეის ნახევარკუნძულის ერთ-ერთ წმინდა ადგილად და ჩრდილოეთ კორეის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად ითველა. სჯერათ, რომ სწორედ იქ დაიბადა კიმ ჩენ ინის მამა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]