weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ნუ იქნები სულელი“ – ტრამპის წერილი ერდოღანს სირიაში შეჭრაზე

11:26 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიაში შეჭრასთან დაკავშირებით წერილი მისწერა. მედიაში გავრცელებული წერილის შინაარსი თეთრ სახლშიც დაადასტურეს.

წერილში ტრამპი ერდოღანს მორიგებას სთავაზობს.

„შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი - და მე ამას გავაკეთებ“, – წერს დონალდ ტრამპი და აფრთხილებს ერდოღანს, რომ ისტორიაში დარჩება „სატანად, თუ მოვლენები კარაგად არ განვითარდება“.

წერილის ბოლოს ტრამპი ერდოღანს ეუბნება: „ნუ იქნები მაგარი ბიჭი, ნუ იქნები სულელი! მოგვიანებით დაგირეკავ“.

აშშ-ის პრეზიდენტის წერილი 9 ოქტომბრით თარიღდება. სწორედ ამ დღეს დაიწყო თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, რომელიც ქურთების წინააღმდეგ არის მიმართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]