weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით აჩერებს

10:55 პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ვაშინგტონი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ თურქი სამხედროების შეტევა სირიის ჩრდილოეთით 120 საათით შეჩერდება.

ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ „ქურთ ხალხთა დაცვის შენაერთები“ (YPG) თურქეთის მიერ „უსაფრთხო ზონად“ წოდებული სასაზღვრო რაიონებიდან ამერიკელების დახმარებით გავიდნენ.

მაიკ პენსმა, რომელიც ანკარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დაადასტურა, რომ ქურთებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. მისივე თქმით, ასევე მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაცია შეწყდება, თუ ქურთები ამ 120 საათის განმავლობაში სასაზღვრო ზონას დატოვებენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა მხოლოდ დროებით შეაჩერებს ოპერაციას: „ის იქნება შეწყვეყილი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქურთული ძალები სრულად დატოვებენ რაიონს“.

მაიკ პენსის ინფორმაციით, აშშ-ი თურქეთს დამატებით სანქციებს აღარ დაუწესებს. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპი მზად არის, უკან გაიწვიოს ანკარისთვის დაწესებული სანქციები, როგორც კი სირიაში ცეცხლი შეწყდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]