weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა

10:55 შაბათი, 19 ოქტომბერი 2019

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში მდინარე სეიბაზე აშენებული კაშხალი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, 17 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კაშხალი მოსკოვის დროით ღამის ორ საათზე ჩამოინგრა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კაშხალი მრავალი დარღვევით იქნა აშენებული.

გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება, რომელშიც 270 ადამიანი და დაახლოებით 50 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]