weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პაკისტანში სუფისტური ტაძრის მსახურმა 20 მომლოცველი ცემით მოკლა

17:10 კვირა, 02 აპრილი 2017

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში სუფისტური ტაძრის მეთვალყურემ 20 ადამინი აწამა და ცემით მოკლა. მკვლელი აბდულ ვაჰიდია. 4 მომლოცველი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

თვითმხილველების თქმით, ეკლესიის მსახური მრევლს ტელეფონით უკავშირდებოდა და ტაძარში ეპატიჟებოდა. ის მორწმუნეებს ინდივიდუალურად ოთახში ხვდებოდა და სასმელით უმასპინძლდებოდა, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული, შემდგომ მათ აშიშვლებდა ხელკეტით უსწორდებოდა.

ეკლესიის მსახურმა დანაშაული აღიარა. პოლიციის განცხადებით, ბრალდებულს ფსიქიური აშლილობა აქვს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]