weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2019

დააკავეს ქართველი მძღოლი, რომელსაც მიგრანტები ევროპაში მაცივრით გადაჰყავდა

15:28 პარასკევი, 08 ნოემბერი 2019 hits 127

საბერძნეთში პოლიციელებმა მაცივრიან სატვირთო ავტომობილში 41 მიგრანტი აღმოაჩინეს. მიგრანტები ძირითადად ავღანეთიდან იყვნენ და ევროპაში შეღწევას ცდილობდნენ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სატვირთოს 40 წლამდე ასაკის ქართველი მძღოლი მართავდა.

მიგრანტებმა მაცივრიან კონტეინერში ორი დღე გაატარეს. მაცივარი გაფუჭებული იყო, მიგრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 8 მიგრანტს მაინც დასჭირდა სამედიცინო დახმარება. მათ სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. მიგრანტებს შორის 6 ბავშვიც იმყოფებოდა.

სატვირთო თურქეთის გავლით საბერძნეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას გეგმავდა.

რამდენიმე დღის წინ, დიდ ბრიტანეტში, მაცივრიან სატვირთოში 39 გარდაცვლილი ვიეტნამელი მიგრანტი იპოვეს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]