weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

17:16 შაბათი, 25 მარტი 2017

ჰოსნი მუბარაქი ციხიდან გამოუშვეს. ეგვიპტიის ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მისმა კლიენტმა სამხრეთ კაიროში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალი 24 მარტს დატოვა და შინ, კაიროს ჰელიოპოლისის რაიონში მდებარე სახლში 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა.

88 წლის ჰოსნი მუბარაქს მიმდინარე თვეს მოუხსნეს უკანასკნელი, მკვლელობის ბრალდება, რომელსაც რამდენიმე სხვა ბრალდებასთან ერთად უყენებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მუბარაქს 2011 წელს 30-წლიანი მმართველობის შემდეგ აიძულეს გადადგომა. „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული გადატრიალებებით მოცული ქვეყნების ლიდერებიდან სწორედ მუბარაქი იყო პირველი, ვინც საკუთარ ქვეყანაში სასამართლოს წინაშე წარდგა. ის 2011 წლის აპრილში დააპატიმრეს, რის შემდეგაც ხან ციხეში, ხანაც სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. 2012 წელს მას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნო უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტების დახოცვაში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი გააუქმა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]