weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თურქმენეთის პრეზიდენტმა 800-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა

17:30 ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017

თურქმენეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 828 პატიმარი შეიწყალა. ქვეყნის მედიასაშუალებები პრეზიდენტის ნათქვამს ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, მასობრივი ამნისტია თურქმენეთის ეროვნული დროშის დღესასწაულთანაა დაკავშირებული. მას 19 თებერვალს აღნიშნავენ.

ამგვარ ამნისტიას მუსლიმთა წმინდა დღესასწაულზე რამადანის თვეში ბერდიმუჰამედოვის წინამორბედი საფარმურად ნიაზოვიც მიმართავდა.

თურქმენეთის ავტორიტარი მმართველი საყოველთაო ამნისტიას წელიწადში რამდენჯერმე აცხადებს, ძირითადად სახელმწიფო დღესასწაულების აღსანიშნავად. როგორც წესი, შეწყალება არ ეხებათ პოლიტპატიმრებს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]