weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შვედეთის ფემინისტური მთავრობის წევრები ირანის პრეზიდენტს თავსაბურავებით შეხვდნენ

17:35 ორშაბათი, 13 თებერვალი 2017

შვედეთის მთავრობამ, რომელიც თავს პირველ ფემინისტურ მთავრობას უწოდებს, დიდი კრიტიკა დაიმსახურა ირანში ვიზიტის გამო, სადაც პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან შეხვედრის დროს ქალ მინისტრებს თავსაბურავები ეფარათ. არასამთავრობო, უფლებადამცველი ორგანიზაცია UN Watch-ის განცხადებით, შვედეთის მთავრობის ლიდერებმა ირანელი ქალების უფლებებს უღალატეს და დაიცვეს კანონი, რომელითაც ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა.

„შვედეთის თვითგამოცხადებული პირველი ფემინისტური მთავრობის წარმომადგენლებმა თავიანთ პრინციპებსა და ირანელი ქალების უფლებებს უღალატეს და პრეზიდენტ რუჰანისთან შეხვედრის დროს ჰიჯაბი, ჩადრი და გრძლელი ქურთუკები ეცვათ, რაც მხარს უჭერს ირანის რეპრესიულ და უსამართლო კანონს, რომლითაც ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა. ეს ხდება სტოკჰოლმის იმ დაპირების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ხელს შეუწყობდა საერთაშორისო დონეზე გენდერულ თანასწორობას და მიიღებდა ფემინისტურ საგარეო პოლიტიკას, რომელის ფუნდამენტური მიზანიც ქალისა და კაცის თანასწორობის დაცვა იქნებოდა“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

უფლებადამცველების თქმით, საკუთარი საქციელით შვედეთის ქალმა ლიდერებმა უარყვეს ირანელი აქტივისტის მასიჰ ალინეჯადის ბოლო მიმართვა, რითიც ის ევროპელ ქალ პოლიტიკოსებს მოუწოდებდა დაეცვათ საკუთარი ღირსება და უარი ეთქვათ სავალდებულო ჰიჯაბის ტარებაზე ირანში ვიზიტის დროს.

„ევროპელი ქალი პოლიტიკოსები ფარისევლები არიან. ისინი მხარს უჭერენ ფრანგ მუსლიმ ქალებს და გმობენ ბურკინის აკრძალვას, რადგან ფიქრობენ, რომ იძულება ცუდია. მაგრამ როდესაც იძულება ხდება ირანში, მათ მხოლოდ ფული ადარდებთ“, - ამბობს ალინეჯადი.

შვედეთის ვაჭრობის მინისტრი, რომელმაც თავშალმოხვეულმა ირანელ მინისტრებთან ერთად ხელი მოაწერა რამდენიმე შეთანხმებას, ამბობს, რომ ვერ ხედავს წინააღმდეგობას მისი ხელისუფლების ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკასა და რეპრესიულ დიქტატურულ სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმებას შორის.

„თუ შვედეთი ნამდვილად ფიქრობს ადამინია უდლებების დაცვაზე, მაშინ მათ არ უნდა გააძლიერონ ის რეჟიმი, რომელიც სასტიკად ეპყრობა საკუთარ მოქალაქეებს  და სირიაში გენოციდს ახორციელებს. თუ მათ ადარდებთ ქალთა უფლებები, მაშინ ქალი მინისტრები, პირველ რიგში, ქალთმოძულე ირანში არ უნდა ჩადიოდნენ“, - აცხადებს UN Watch-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰილელ ნიერი.

ორგანიზაციის განცხადებით, ჰიჯაბი ქალთა ჩაგვრის ყველაზე თავალსაჩინო სიმბოლოა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]