weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქაბულში ერაყის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილე სამივე ტერორისტი მოკლეს

10:10 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დედაქალაქ ქაბულში ერაყის საელჩოზე მოწყობილ თავდასხმაში მონაწილე სამივე ექსტრემისტი ლიკვიდირებულია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთი პოლიციელი დაიჭრა, ხოლო საელჩოს ორი ავღანელი თანამშრომელი დაიღუპა. თავდასხმა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ერაყის საელჩოს მთავარ შესასვლელთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქებით დაიწყო. აფეთქების შემდეგ სამი შეიარაღებული პირი საელჩოს შენობაში შეიჭრა. ოთხსაათიანი სროლის შემდეგ კი სამართალდამცავებმა ტერორისტები მოკლეს.

ამ თავდასხმამდე ორი კვირით ადრე, ქაბულში ერაყის საელჩოში გაიმართა პრესკონფერენცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან ქალაქ მოსულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]