weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

17:35 პარასკევი, 12 ივნისი 2020 hits 463

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მეუღლეს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ელენა ზელენსკაიას თქმით, ტესტირების პასუხმა გააკვირვა, რადგან ის და მისი ოჯახის წევრები უსაფრთხოების წესებს იცავენ - იყენებენ პირბადესა და ხელთათმანებს, შეზღუდული აქვთ კონტაქტები.

„თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ამბულატორულ მკურნალობას გავდივარ, იზოლირებული ვარ ოჯახის წევრებისგან, რომ საფრთხე არ შევუქმნა მათ“, – განაცხადა ზელენსკაიამ.

მის ორ შვილსა და უკრაინის პრეზიდენტს ტესტირების შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდათ.

12 ივნისის დილის მონაცემებით უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 19 753 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 13 567 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 870 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]