weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსეთში სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი მეცხრე პირი დააკავეს

10:44 ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017

რუსეთის უშიშროების სამსახურმა კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოწყობილ აფეთქებასთანაა კავშირში. უშიშროების უწყების თანახმად, ეჭვმიტანილი ოდინცოვოს რაიონში დაკავებული, 27 წლის აბრორ აზიმოვია, რომელმაც სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტი გაწვრთნა.

მოსკოვის სასამართლომ წარმოშობით ყირგიზი აბრორ აზიმოვი ნაწილობრივ დამნაშავედ სცნო. სასამართლოს თანახმად, იგი სხვების ბრძანებას ასრულებდა ისე, რომ არ იცოდა თავისი მონაწილეობის შესახებ ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში.

რუსეთის გამოძიების თანახმად, ტერაქტი 1995 წელს დაბადებულმა ეთნიკურმა ყირგიზმა, აკბარჟონ ჯალილოვმა მოაწყო

მეტროში განხორციელებულ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. მომხდარისთვის პასუხიმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]