weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი ჩამოერთვა და მეჩეთი გახდა

20:02 პარასკევი, 10 ივლისი 2020

წმინდა სოფიას ტაძარს (აია-სოფია) მუზეუმის სტატუსი დამოერთვა. Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის მიერ 1934 წელს მიღებული დადგენილება და გადაწყვიტა, რომ აია-სოფია მხოლოდ მეჩეთად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

სახელმწიფო საბჭოს დადგენილებით, აია-სოფია სულთან მეჰმედ II დამპყრობელის მიერ დაფუძნებული ფონდის საკუთრება იყო და მეჩეთის სტატუსი ჰქონდა. საბჭოს განცხადებით, საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში აია-სოფია მეჩეთად მოიხსენიება და სამართლებრივად ამის შეცვლა შეუძლებელია. ასევე, არაკანონიერად ჩაითველბა ამ ობიექტის სხვა დანიშნულებით გამოყენება.

აია-სოფია სტამბოლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებას, რადგან მიაჩნიათ, რომ ძეგლი მთელი კაცობრიობის საკუთრებაა, რელიგიის მიუხედავად.

წმინდა სოფიას ტაძარი რომის იმპერიის დედაქალაქის, კონსტანტინოპოლის ცენტრში 324-337 წლებში შენდებოდა. ის მართლმადიდებლური ტაძარი იყო და მისი აშენება იმპერატორ კონსტანრინე პირველის სახელს უკავშირდება. 1453 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, სულთან მეჰმედ მეორემ ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. ოსმალეთის იმპერიის დროს შენობის კიდეებში მინარეთები აშენდა. ამის მიუხედავად, ტაძარში დღემდე შემონახულია ქრისტიანული და მუსლიმური ეპოქის ელემენტები.

თითქმის 500 წლის განმავლობაში აია-სოფია მუსლიმებისთვის ერთ-ერთი მთავარი წმინდა ადგილი იყო. 1935 წელს, თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა სპეციალური დეკრეტით მეჩეთს მუზეუმის სტატუსი მიანიჭა. 1985 წელს UNESCO-მ ის „მსოფლიო მემკვიდრეობის“ ნუსხაში შეიტანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]