weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჩინეთში ბრაზილიიდან და ეკვადორიდან იმპორტირებულ გაყინულ საკვებში COVID-19 აღმოაჩინეს

19:12 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020

ჩინეთის ორ ქალაქში იმპორტირებულ გაყინულ საკვებსა და საკვების შეფუთვაზე ახალი კორონავირუსული ინფექციის კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს თანახმად, ნიმუშები ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებიდან აიღეს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ სიანში ეკვადორიდან იმპორტირებული გაყინული კრევეტების შეფუთვა შეამოწმეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს, ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ორივე შემთხვევაში კორონავირუსი დადასტურდა.  

ერთი დღით ადრე COVID-19 აღმოჩენილი იქნა ეკვადორიდან შეტანილი გაყინული კრევეტების შეფუთვაზე. ამ შემთხვევაში კრევეტები ანხოის პროვინციაში იყიდებოდა.

შენჯენში ჯანდაცვის უწყებამ გამოიკვლია ყველა ადამიანი, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ქათმის ფრთების იმ პარტიასთან, რომელშიც კორონავირუსი აღმოაჩინეს და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.

„როიტერის“ ცნობით, ჩინეთი პორტებში იმპორტირებული საკვების შემოწმებას აძლიერებს.

მტკიცე მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი შესაძლოა გაყინული საკვების მეშვეობით გავრცელდეს, ჯერჯერობით არ არსებობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]