weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსეთი, მოთხოვნის შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება – ლუკაშენკო

22:03 შაბათი, 15 აგვისტო 2020

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, მოთხოვნის შემთხვევაში, ბელარუსს აღმოუჩინოს „ყოველმხრივი დახმარება“ რესპუბლიკაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ლუკაშენკომ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ლუკაშენკოს განცხადებით, როდესაც საუბარია სამხედრო შემადგენელზე, ბელარუსს რუსეთთან შეთანხმება აქვს მოკავშირე სახელმწიფოსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში.

„ზუსტად, ეს მომენტები მიესადაგება ამ შეთანხმებას. ამიტომ, დღეს რუსეთის პრეზიდენტთან გრძელი, დეტალური საუბარი მქონდა სიტუაციის შესახებ. უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად გამაკვირვა იმან, რომ ის აბსოლუტურად გათვიცნობიერებულია იმაში, რაც ხდება. ჩვენი მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში, აღმოჩენილი იქნება ყოველმხრივი დახმარება ბელორუსის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

დღეს, 15 აგვისტოს, ლუკაშენკოსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ინფორმაციით, მათ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში შექმნილი ვითარება განიხილეს.

„ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ წარმოშობილი პრობლემები მალე გადაიჭრება. მთავარია, ამ პრობლემებით არ ისარგებლონ იმ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ორი ქვეყნის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მოკავშირე სახელმწიფოს ფარგლებში“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]