weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2020

როგორ დაისვენა 64 წლის ვლადიმერ პუტინმა ციმბირში

23:26 კვირა, 06 აგვისტო 2017 hits 1095

კრემლმა გაავრცელდა ფოტოები, რომლებიც ციმბირის ტბაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტნის სამდღიან თევზაობასა და დასვენებას ასახავენ. პუტინთან ერთად შვებულებაში იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც.

"ტბაში წყალი 17 გრადუსამდე თბება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია პრეზიდენტისთვის, რომ ეცურა. მან წყალქვეშაც ინადირა. ერთ წერს ორი საათის განმავლობაში უთვალთვალებდა, სროლა ვერ შეძლო, მაგრამ საბოლოოდ მიიღო ის, რაც უნდოდა", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

კამერის წინ 64 წლის პუტინი წელს ზემოთ შიშველი პოზირებს, რაც დასავლური მედიის შეფასებით, ერთ-ერთი ხრიკია მის ძლიერ მამაკაცად წარმოჩენისა და პუპულარულობის შენარჩუნებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტის მსგავსი ფოტოები ადრეც გავრცელებულა. სააგენტო "როიტერი" წერს, რომ ახალი ფოტოები საპრეზიდენტო არჩევნებამდე რვა თვით ადრე ქვეყნდება და მიუხედავად იმისა, რომ პუტინს საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ დაუსახელებია, მოსალოდნელია, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და გაიმარჯვებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]