weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პანდემიის გამო პარიზსა და 8 დიდ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდება

09:38 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კორონავირუის გავრცელების შესაჩერებლად ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა. 17 ოქტომბრიდან პარიზის რეგიონსა და რვა დიდ ქალაქში 21:00-დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება.

საფრანგეთში აღნიშნული რეჟიმი სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება. მთავრობა განიხილავს პირველ დეკემბრამდე მისი გახანგრძლივების შესაძლებლობას.

როგორც მაკრონმა განაცხადა, თუ ამ ექვსი კვირის განმავლობაში ქვეყნის მცხოვრებლები დაიცავენ კომენდანტის საათს, გამოიჩენენ კოლექტიურ პასუხისმგებლობას კონტაქტების შესამცირებლად და მოხერხდება ინფექციის გავრცელების შეჩერება, წლის ბოლოდან შესაძლებელი იქნება შემზღუდველი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრები, დაბადების დღეებისა და სხვა დღესასწაულების აღნიშვნა საღამოს საათებში.

კომენდანტის საათის განმავლობაში, 21:00 საათისთვის უნდა დაიკეტოს მაღაზიები, ბარები, რესტორნები, კაფეები, თეატრები და კინოთეატრები. ამ რეგულაციების დამრღვევები 135 ევროთი დაჯარიმდებიან.

შეზღუდვები არ დაწესდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ხალხს კვლავ შეეძლება საფრანგეთის რეგიონებში გადაადგილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]