weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

19 წლის პაკისტანელი მალალა იუსაფზაი კანადის საპატიო მოქალაქე გახდა

13:05 ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017

ნობელის პრემიის ლაურეატსა და გაეროს მშვიდობის ელჩს, 19 წლის პაკისტანელ მალალა იუსაფზაის კანადის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ყველაზე ახალგაზრდა საპატიო მოქალაქეს ეს წოდება კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მიანიჭა.

ტრუდომ ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა, რომ მალალა კანადის ყველაზე ახალი და შესაძლოა, ყველაზე მამაცი მოქალაქეა. მალალამ კი კანადელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, გამოიყენონ თავიანთი გავლენა მსოფლიოს მასშტაბით გოგონების, მათ შორის, ლტოლვილების განათლების მხარდასაჭერად.

კანადის საპატიო  მოქალაქის ტიტული მალალას გარდა, 5 ადამიანს აქვს მიღებული. ესენი არიან: ნელსონ მანდელა, დალაი ლამა, რელიგური ლიდერი აგა-ხანი, შვედი დიპლომატი რაულ ვალენბერგი და ნეიმარის ლიდერი ქალი აუნ სან სუ ჩი.

მალალა იუსაფზაი ცნობილი 11 წლის ასაკში გახდა, როდესაც „ბი-ბი-სისთვის“დღიურების წერა ფსევდონიმით დაიწყო. ის პაკისტანში თალიბების მმართველობის პირობებში ცხოვრებას აღწერდა. გოგონა წერდა იმის შესახებ, თუ როგორ ხურავდნენ თალიბები გოგონებისთვის განკუთვნილ საგანმანათებლო ცენტრებს. მალალა პაკისტანელი გოგონების მხარდასაჭერად კამპანიასაც ახორციელებდა, რის გამოც, 2012 წელს, თალიბი ექსტრემისტები თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თავდასხმის შემდეგ მალალა იუსაფზაი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]