weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აშშ-ის ისტორიაში პირველად ტრანსგენდერი ქალი სენატორად აირჩიეს

12:40 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი სენატორად აირჩიეს. დემოკრატიული პარტიის წევრი სარა მაკბრაიდი სენატში დელავერის შტატს წარმოადგენს.

30 წლის სარა მაკბრაიდმა კონკურენტი რესპუბლიკური პარტიიდან, სტივ ვაშინგტონი დაამარცხა. წინასწარი მონაცემებით, მაკბრაიდს ხმების 73% აქვს მიღებული.

„ჩვენ ეს შევძელით, მოვიგეთ საერთო არჩევნები. მადლობა, მადლობა, მადლობა. ვიმედოვნებ, რომ ეს ღამე ყველა ლგბტქ ბავშვს დაანახებს, რომ ჩვენი დემოკრატია საკმარისად დიდია მათთვისაც“, – განაცხადა მან.

სარა მაკბრაიდი აქამდე ლგბტქ თემის უფლებების დამცველ ორგანიზაციაში პრეს-მდივნად მუშაობდა, ხოლო ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს პრაქტიკას გადიოდა თეთრ სახლში. 2018 წელს გამოქვეყნდა მისი წიგნი „ხვალინდელი დღე განსხვავებული იქნება“, რომელიც თანასწორობისთვის მაკბრაიდის ბრძოლის შესახებ ჰყვება. 

3 ნოემბერს აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატია ჯო ბაიდენი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბაიდენი მცირედით უსწრებს ტრამპს.

პრეზიდენტის გარდა, 2020 წლის არჩევნებზე ამერიკელებმა აირჩიეს ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანოს - კონგრესის წევრებიც: წარმომადგენელთა პალატაში 435 წევრი, ხოლო სენატში – 33.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]