weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

01:03 ხუთშაბათი, 07 იანვარი 2021 hits 209

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესია განთავსებული და ჩაშალეს სხდომა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა დაემტკიცებინა.

ტრამპი და მისი მომხრეები არ აღიარებენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.

კონგრესის შენობაში ხალხის შეჭრის გამო ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა. დემონსტრანტებმა კონგრესის სხდომათა დარბაზში შეჭრაც სცადეს.

შენობასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ შორის, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.

ტელეკომპანია СNN-ის ინფორმაციით, არეულობის დროს დაშავდა ერთი ქალი, რომელსაც მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]