weather cur horoscope tv
თებერვალი 26, 2021

ტრამპის განცხადებით, არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, თუმცა ბაიდენს ძალაუფლებას გადასცემს

14:30 ხუთშაბათი, 07 იანვარი 2021 hits 123

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, თუმცა ძალაუფლების გადაცემა ორგანიზებულად, 20 იანვარს მოხდება.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებდით ბრძოლას იმისთვის, რომ მხოლოდ კანონიერი ხმების დათვლა მოხდეს. თუმცა კი ეს საპრეზიდენტო ისტორიაში დიდებული პირველი ვადის დასასრულს წარმოადგენს, ის ასევე დასაწყისია ჩვენი ბრძოლისა, რომ ამერიკას ისევ დავუბრუნოთ დიდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი ოფიციალურად გამოაცხადა.

კონგრესის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო იმის გამო, რომ ტრამპის მხარდამჭერები შენობაში შეიჭრნენ. კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]