weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლონდონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ოცი დაშავდა

14:17 ხუთშაბათი, 23 მარტი 2017

ლონდონის პოლიციის განცხადებით, 22 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილი კი სულ მცირე 20 ადამიანია.

მსხვერპლებს შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც თავდამსხმელმა დანა დაარტყა და სამი პირი, რომლებსაც თავდამსხმელის მანქანა ვესტმინსტერის ხიდზე შეეჯახა.

პოლიციის ამჟამინდელი ვარაუდით, თავდასხმა ერთმა პირმა განახორციელა, თუმცა კონტრ-ტერორისტული გამოძიება მიმდინარეობს და შესაძლოა სხვა პირების ჩართულობაც გამოიკვეთოს. თავდასხმა დაიწყო ლონდონის დროით 14 საათსა და 20 წუთზე, როდესაც მამაკაცმა მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა ვესტმინსტერის ხიდზე მდგარ ხალხს შეაჯახა და სულ მცირე ორი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამის შემდეგ მანქანა პარლამენტის გარშემო ზღუდესა და ლონდონის ერთ-ერთ სიმბოლოს, ბიგ ბენის კოშკს შეეჯახა. ამის შემდეგ თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და პარლამენტის დაცულ ტერიტორიაზე შეიჭრა, რა დროსაც მან დანით სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი. ამის შემდეგ თავდამსხმელს პოლიციელებმა ესროლეს და მოკლეს. ერთი ქალი ხიდიდან მდინარე ტემზაში ჩავარდა, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს მაგრამ, როგორც იუწყებიან, ის მძიმედაა დაშავებული.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ბერნარ კაზნევის ცნობით, ვესტმინსტერის ხიდზე დაშავებულებს შორის სამი ფრანგი სკოლის მოსწავლეა, რომელთა ასაკი 15-16 წელია. ხიდზე მანქანის შეჯახების შედეგად დაშავდა სამი პოლიციელი.

ინციდენტის შემდეგ პარლამენტის შენობაში მძიმედ შეიარაღებული სპეცრაზმელები და სამხედრო პოლიციის ნაწილები განთავსდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]