weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

16:06 კვირა, 17 იანვარი 2021

შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი (სახელწოდებით ARVİN) ჩაიძირა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.

თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ბართინის პროვინციაში, ინკუმუს რაიონში მოხდა. მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცუდი ამინდის გამო გართულებულია.

პროვინციის გუბერნატორის თქმით, ეკიპაჟის წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა 15-მდე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]