weather cur horoscope tv
ივნისი 24, 2024

ლონდონში განხორციელებული თავდასხმა ბრიტანეთის მოქალაქემ მოაწყო

14:24 პარასკევი, 24 მარტი 2017

ლონდონის პოლიციამ 22 მარტს პარლამენტის შენობასთან ტერორისტული თავდასხმის მომწყობი პირის ვინაობა დაასახელა. იგი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც ბოლოხანს დასავლეთ მიდლენდის რეგიონში ცხოვრობდა.

ხალიდ მასუდი ტერორიზმთან კავშირში შემჩნეული არ იყო, მაგრამ ნასამართლევი იყო ძალადობისა და იარაღის ფლობის გამო. ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ ლონდონში თავდასხმის მომწყობი პირი მის ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო.

22 მარტს ხალიდ მასუდმა სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა პოლიციელს მას შემდეგ, რაც მანქანით დაეჯახა გამვლელებს ლონდონში პარლამენტის შენობის მახლობლად ვესტმინსტერის ხიდზე და მოკლა ორი ადამიანი. თავდასხმის შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული პირი. თავდამსხმელი პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]