weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

ერდოღანი გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდებს ანგელა მერკელის პარტიას ხმა არ მისცენ

23:22 შაბათი, 19 აგვისტო 2017 hits 1368

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა 24 სექტემბერს, ბუნდესტაგის არჩევნებში ხმა არ მისცენ კანცლერ ანგელა მერკელის პარტიას - გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს, ასევე სხვა მხვილ პოლიტიკურ პარტიებს.

"ქრისტიან-დემოკრატები, გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია და "მწვანეები" თურქეთის მტრები არიან. მოგიწოდებთ, არ მისცეთ ხმა იმ პარტიებს, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილები თურქეთის მიმართ და მას პატივს არ სცემენ. მხარი დაუჭირეთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჩვენი მტრები არ არიან", - განაცხადა ერდოღანმა 18 აგვისტოს, სტამბოლში, პარასკევის ლოცვის შემდეგ.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას დღეს ანგელა მერკელი გამოეხმაურა.

"არავის არ მივცემთ უფლებას ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის თურქული წარმომავლობის მოქალაქეების თავისუფალ არჩევანში. ამის უფლება არც პრეზიდენტ ერდოღანს აქვს",- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და არჩევნებში მერკელის კონკურენტმა მარტინ შულცმა კი განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ამოცანებში არ შედის ბუნდესტაგის არჩევნებთან დაკავშირებით მითითებების გაცემა.

გერმანიასა და თურქეთს შორის ურთიერთობა 2016 წლის ივლისში, თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიძაბა. თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან გაათავისუფლა 150 000 ადამიანი, 50 000 კი დააკავა, მათ შორის გერმანიის მოქალაქებიც იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]