weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ „ასტრაზენეკას“ გამოყენება შეაჩერეს

12:13 სამშაბათი, 16 მარტი 2021

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღდეგოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე ევროპულ ქვეყანში ვაქცინაციის შემდეგ სერიოზული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა, რომელიც შესაძლოა ვაქცინას უკავშირდებოდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დაელოდებიან ევროკავშირის ექსპერტების საბოლოო დასკვნას. მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას მალე განაახლებენ.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის იენს შპანის თქმით, მათი გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა.

„ამ ვაქცინით მილიონობით ადამიანი იცრება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კარგად გვესმის ამ გადაწყვეტილების შედეგები. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ვაქცინისადმი ნდობა, ჩვენ ექსპერტებს უნდა მივცეთ საშუალება, გააანალიზონ ბოლო ინციდენტები. მათ ასევე უნდა განმარტონ, აღემატება თუ არა ვაქცინის სარგებელი შესაძლო რისკებს“, – განაცხადა მინისტრმა.

დანიამ და ნორვეგიამ აცრები გასულ კვირაში, მას შემდეგ შეაჩერეს, რაც სისხლდენის, სისხლის კოლტების და თრომბოციტოპენიის ცალკეული შემთხვევების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ესპანეთი ამ ვაქცინის გამოყენების შეჩერებას სულ მცირე 15 დღით აპირებს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დანიის შემდეგ შეაჩერა ირლანიამ, ხოლო შემდეგ ნიდერლანდებმა, რომლის შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ არასასურველი შედეგები პირდაპირ ამ ვაქცინის გამოყენებას უკავშირდება. ნიდერლანებიც აცხადებს, რომ კვლევისთვის დრო არის საჭირო.

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეჩერებული აქვს ლუქსემბურგსა და სლოვენიას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვყნებს მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შეაჩერონ და გააგრძელონ „ასტრაზენეკას“ გამოყენება, რადგან ვაქცინასა და თრომბის განვითარების რისკის გაზრდას შორის კავშირი არ არსეობობს. იგივეს ამბობს ვაქცინის მწარმოებელიც.

„ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ აცრილი 17 მილიონი ადამიანის მონაცემების შემოწმებამ არ მოგვცა მტკიცეულება, რომ გაიზარდა ემბოლიის, თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის რისკი რომელიმე ასაკობრივ, გენდერულ ჯგუფში ან კონკრეტულ ქვეყანაში“, – აცხადებს „ასტრაზენეკა“.

შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, ამ ვაქცინით პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]