weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბარსელონაში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი მოკლულია

22:12 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 22 წლის მაროკოელი იუნეს აბუიაქუბი, რომელიც გასულ კვირაში ბარსელონაში ტერაქტის მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი იყო. პოლიციის განცხადებით, მას ბუტაფორიული ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა.

17 აგვისტოს ბარსელონას ცენტრში მიკროავტობუსი ხალხმრავალ ადგილას შევარდა და გამვლელებს დაეჯახა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაშავდა. იუნეს აბუიაქუბი სავარაუდოდ ის ადამიანია, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა.

იმავე დღეს პოლიციამ მეორე ტერაქტი აღკვეთა საკურორტო ქალაქ კამბრილსში, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს, ხუთი კი მოკლეს.

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, მაროკოში მყოფი იუნეს აბუიაქუბის ნათესავები ახალგაზრდის რადიკალიზებაში იმამს ადანაშაულებენ, რომელიც 15 აგვისტოს შემდეგ არავის უნახავს.

ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ჯიჰადისტები ბარსელონაში რამდენიმე თავდასხმს განხორციელებას აპირებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]