weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

სირიაში ავიადაბომბვის შედეგად მეჩეთში 42 ადამიანი დაიღუპა

15:58 პარასკევი, 17 მარტი 2017

სირიაში ავიაიერიშისას მეჩეთი დაიბომბა, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა. ავიაიერიში ალეპოს პროვინცია ალ ჯინეში განხორციელდა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. გარდაცვლილების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღწევს.

ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა იერიში. სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალ ჯინეზე იერიში შეერთებული შტატების ავიაციამ განახორციელა, თუმცა პენტაგონმა ეს ინფორმაცია უარყო.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ავიაციამ ოპერაცია ამ რაიონში ჩაატარა, თუმცა დაიბომბა არა მეჩეთი, არამედ ახლოს მდებარე „ალ-ქაიდას“ პოზიციები. ასევე ცნობილია, რომ ამავე რაიონზე იერიშები სირიისა და რუსეთის ავიაციამაც განახორციელეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]