weather cur horoscope tv
ივლისი 15, 2024

სომალიში შიმშილით ორ დღეში 110 ადამიანი დაიღუპა

16:10 კვირა, 05 მარტი 2017

სომალის სამხრეთ რეგიონში, ბოლო ორ დღეში შიმშილისგან დაახლოებით 110 ადამიანი დაიღუპა. შიმშილობა გვალვით არის გამოწვეული. სუფთა სასმელი წყლის არარსებობა ქოლერას გავრცელების რისკს ზრდის.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჰასან ალი ხაირეს განცხადებით, მთავრობა ხალხის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს და მოქალაქეებს მომაკვადავი სომალელების დახმარებისკენ მოუწოდებს.

უცხოური მედია წერს, რომ დაღუპულების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ კვირაში, მთავრობამ გვალვა ეროვნულ კატასტროფად გამოაცხადა.

გაეროს შეფასებით, სომალის ნახევარკუნძულზე დახმარებას 5 მილიონი ადამიანი საჭიროებს. 2011 წელს შიმშილს იქ 260 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]