weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსეთმა აშშ არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა

12:45 ორშაბათი, 26 აპრილი 2021
ფოტოზე - მარია ზახაროვა ფოტოზე - მარია ზახაროვა

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატები არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა. აღნიშნული სიის ქვეყნები შეზღუდული იქნებიან, თავიანთ დიპლომატიურ მისიებში რუსეთის მოქალაქეები დაასაქმონ.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, პარასკევს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის შესაბამისად, სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრულ ქმედებას განახორციელებენ, შეზღუდული ექნებათ უფლება რუსეთის მოქალაქეები დაიქირაონ – მათი რაოდენობა კვოტით იქნება განსაზღვრული. განკარგულებით ასევე უზრუნველყოფილია ამგვარი სახელმწიფოების საელჩოებში რუსების დასაქმების სრული აკრძალვის შესაძლებლობაც.

რუსეთის ასაგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით, „არამეგობრული სახელმწიფოების“ ფორმირების პროცესი მიმდინარეობს.

„დანარჩენი სახელმწიფოების შესახებ შეიტყობთ, როდესაც ხელისუფლების დადგენილება გამოქვეყნდება და შესაბამისი სია გასაჯაროვდება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

დიდი ალბათობით, სიაში იქნება ჩეხეთიც.

15 აპრილს აშშ-მა რუსეთთან მიმართებაში ახალი სანქციები აამოქმედა, მათ შორის, ვაშინგტონიდან ათეულობით რუსი დიპლომატი გამოაძევა, რასაც რუსეთის მხრიდან ანალოგიური პასუხი მოჰყვა. 17 აპრილს ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსეთის 18 მოქალაქე, რაც 2014 წელს იარაღის და ამუნიციის საწყობში მომხდარ აფეთქებას და ორი ადამიანის დაღუპვას უკავშირდება. ჩეხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან გააძევა 20 დიპლომატი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]