weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რუსეთისა და ისრაელის ლიდერებმა სირიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს

13:38 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ნეთანიაჰუმ შეხვედრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ სირიაში ირანის პოზიციის გაძლიერება საფრთხეს უქმნის ისრაელს, ახლო აღმოსავლეთსა და მთელს მსოფლიოს.

ნეთანიაჰუს თქმით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ირანი ყოველ დღე იმუქრება ისრაელის განადგურებით და რომ ირანი იარაღს აწვდის ტერორისტულ ორგანიზაციებსა და მათ სპონსორებს.

როგორც სოჭის შეხვედრამდე ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, პრემიერი ნეთანიაჰუ აპირებდა პუტინისთვის იმის თქმას, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის მიუხედავად, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლონ სირიის საკითხზე მოსალაპარაკებლად ისე, რომ ირანს არ მიეცეს იქ თავისი პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობა.

როგორც ცნობილია, რუსეთიცა და ირანიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს ეხმარება ექვსი წლის წინ დაწყებულ ომში, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან სამთავრობო ჯარები და სირიელი შეიარაღებული მეამბოხეები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]